Spencer

კრისტენ სტიუარტი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს

კრისტენ სტიუარტი/პრინცესა დაიანა

კრისტენ სტიუარტი ახალ ბიოგრფიულ ფილმში "Spencer" პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პრინცესა დაიანა მიხვდა, რომ მისი ქორწინება პრინც ჩარლზთან წარუმატებელი გამოდგა.

პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი 1992 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, 1996 წელს კი ოფიციალურად დაშორდნენ. განქორწინებიდან ერთ წელიწადში დაიანა ავტოავარიაში დაიღუპა.

ფილმის რეჟისორი იქნება პაბლო ლარაინი, რომელმაც ნატალი პორტმანი ჟაკლინ კედენედიდ გარდაქმნა.

"კრისტენს შეუძლია, იყოს ერთდროულად ბევრნაირი: მისტიკური, ძალიან გულგატეხილი და, ამავე დროს, ძალიან მტკიცე. ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. 

ამ ელემენტების კომბინაციამ მიმიყვანა კრისტენამდე. ჩემი აზრით, ის ფილმში  მომხიბვლელიც იქნება და დამაინტრიგებელიც", - თქვა რეჟისორმა.

ფილმის გადაღება 2021 წელს დაიწყება.

კომენტარები