კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი

Shannon Stapleton/Reuters

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 140 აქტიური შემთხვევაა. 

კარანტინის რეჟიმში 2 710 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.

კომენტარები