კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევა შემოტანილია, მათგან 4 სატვირთოს მძღოლია

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია - მათგან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია. 

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში გუშინ 1 ინფიცირებული, სატვირთოს მძღოლი დაემატათ. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში, ჯამში, 20 პაციენტი მკურნალობს.

"ამ 20 პაციენტიდან მხოლოდ ერთი ფასდება საშუალოზე მძიმედ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია", - თქვა ეზუგბაიამ. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 140 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები