ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: რობოტი "პეპერი" კორონავირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავისი ერთი წლის საქმიანობის ანგარიშიგების დროს რობოტი "პეპერი" წარადგინა. მინისტრის თქმით, რობოტი მომავალში მათ კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება. 

"დღეს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე „პეპერი“, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ახლა სწავლობს ქართულს და რომელიც სამომავლოდ დაგვეხმარება „კოვიდის“ დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში". მის შესაძლებლობებს ცოტა მოგვიანებით, ტელემედიცინის სტენდთან გავეცნობით", - თქვა ტიკარაძემ. 

დღეს, 18 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

კომენტარები