ბიონსე და Jay-Z

ბიონსესა და ჯეი ზის საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლეს

Rolling Stone

ვარსკვლავურ წყვილს, ბიონსესა და ჯეი ზის იამაიკელი მოცეკვავე ანტუანეტა სტინესი საავტორო უფლებების დარღვევისათვის სასამართლოში უჩივის.

სტინესის თქმით, მუსიკოსებმა სიმღერაში Black Effect მისი ხმა გამოიყენეს, ფული არ გადაუხადეს და ალბომის გარეკანზე არ ახსენეს. 

"შოკირებული ვიყავი, როდესაც Black Effect მოვისმინე. ერთ-ერთი პრომოს გადაღებისას  სიყვარულზე ვილაპარაკე და მაშინ არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ჩემს ხმას სიმღერის დასაწყისში გამოიყენებდნენ. თავს გაუპატიურებულად ვგრძნობ,"-ამბობს სტინესი.

დუეტის წარმომადგენლებს ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

 

კომენტარები