ნაზი ჯანეზაშვილი

ჩუგოშვილი ჯანეზაშვილზე: ტელეფონით საუბარი არ მახსენდება, თვითონ უფრო ცდილობდა კომუნიკაციას

0 კომენტარი
ფოტო: თამარ ჩუგოშვილი

ქართული ოცნების ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილთან სატელეფონო საუბარი არ ახსენდება. მისივე თქმით, ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და შეხვედრას სხვა პირებიც ესწრებოდნენ. 

ნაზი ჯანეზაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ მას თამარ ჩუგოშვილმა რამდენჯერმე დაურეკა და გაჩუმება სთხოვა. 

თამარ ჩუგიშვილის თქმით, ის ძალიან გაკვირვებულია და "გაოგნებული" უსმენდა ეთერს. 

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან დიდი როლი მაქვს იმაში რომ ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ერთადერთ მიზეზი მქონდა რის გამოც მას მხარს ვუჭერდი, მეგონა და ვთვლიდი, ყოველ შემთხვევაში მაშინ, რომ ის არ გახდებოდა და მოექცეოდა პოლიტიკური გავლენების ქვეშ. მთავარი არგუმენტი, რაც მე მის მხარდამჭერად მაქცევდა, იყო ის, რომ დამოუკიდებელი წევრი ჰყოლოდა საბჭოს. მაგრამ ახლა რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა რომ შევცდი თავის დროზე მის შეფასებაში. პირველ რიგში ამას ვიტყვი.

მეორე - გეტყვით იმას, რომ ძალიან იშვიათად გვქონდა მე და მას ურთიერთობა, თუნდაც იმიტომ რომ ის დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენელი იყო, მე - პოლიტიკოსი და ამიტომ მაქსიმალურად თავს ვიკავებდი. თვითონ უფრო ცდილობდა აქტიურ კომუნიკაციას და ამიტომ მაქსიმალურად ჩარჩოებში, ძალიან იშვიათად ხდებოდა ურთიერთობა. ეს მან იცის ძალიან კარგად, საუბრები რაზე იყო. ეს საუბრები შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, როგორ შეიძლება ყოფილიყო უზრუნველყოფილი სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მეტად, და მან ძალიან კარგად იცის, მე რა მადარდებდა სასამართლოსთან დაკავშირებით და რა მცდელობები მქონდა. ამიტომ გამიკვირდა ძალიან დღევანდელი გამოსვლა",- ამბობს ჩუგოშვილი პალიტრანიუსთან სატელეფონო საუბარში. 

პალიტრანიუსის ეთერში ჯანეზაშვილმა თქვა, რომ ჩუგოშვილს მისი იუსტიციის საბჭოს წევრობა აწუხებდა. 

"ეს იყო დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ. მან [ჩუგოშვილმა] Facebook-იდანაც წამშალა. ალბათ, არ მოეწონა ის, რასაც ვაკეთებდი საბჭოში.... გაჩუმებას მთხოვდა. რამდენიმე ზარი იყო: "გაჩუმდი თუ შეიძლება, თუ შეიძლება, არ იყოს ხმაური, არ მოსწონთ ეს ხმაური".. როცა გავაკრიტიკე ქართული ოცნების კანონმდებლობა და, ზოგადად, პოლიტიკა საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, ასეთი რაღაც მითხრა, შენ ვინც აგირჩია, იმას რატომ აკრიტიკებ, ცოტა უხერხულიაო.

თამარ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა და არა მხოლოდ მან, ასეთები სხვებიც არიან. თამარ ჩუგოშვილზე წინ ვიცნობდი თალაკვაძეს, ხულორდავას და სხვებს, ანუ მხარი ბევრმა დამიჭირა. დასაყვედრებელი არაფერი მაქვს, მე ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურები და ამაში ბევრი შემედაროს. გამიხარდება, თუ შემედრებიან, თუნდაც ჩუგოშვილები და სხვები", - ამბობს ჯანეზაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები