ბელარუსი

ბელარუსში აგვისტოში დანიშნულ არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი დააკავეს

ვიკტორ ბაბარიკო
AFP

ბელარუსში დააკავეს აგვისტოში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი, ვიქტორ ბაბარიკო.

56 წლის ყოფილ ბანკირს ბრალად ფინანსური დანაშაულები ედება. წარსულში ის იყო Belgazprombank-ის დირექტორი, რომელიც Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა. ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა ივან ტერტელმა თქვა, რომ ის მოსკოვის მიერაა მართული.

დაკავებულია მისი შვილიც, 30 წლის ედუარდ ბაბარიკო, რომელიც მამის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. მას ბრალად ედება გადასახადებისათვის თავის არიდება. ბაბარიკო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებამდე დააკავეს. მისი კამპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ.

დაკავებების პასუხად მინსკის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და სურს, პრეზიდენტის პოსტზე მეექვსე ვადით დარჩეს.

ცოტა ხნის წინ ბელარუსში დააკავეს კიდევ ერთი ოპოციზიონერი, მიკოლა სტატკევიჩი. პოლიტიკური რეპრესიების და კორუფციის გამო აშშ-მ ბელარუსს სანქციები გაუხანგრძლივა.

კომენტარები