გიორგი გაბუნიას საქმე

გვარამია: თუ ფარული ჩანაწერი ავთენტურია, ჩემი შეხედულებების მცირე კორექციას გამოიწვევს

მთავარი არხი

ნიკა გვარამია Obozrivatel-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

საქმე ეხება სააკაშვილის და ადეიშვილის შესაძლო საუბარს, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლებიც ახლა უკრაინის პრეზიდენტის და პროკურორის მრჩევლები მონაწილეობენ. საუბარია გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმესა და ამის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებებზე.

"მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ - ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით იქ რაღაცები იკითხება. მაგრამ ჯერ ერთი, კანონიერი არ არის და თან, ავთენტური არ არის", - თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოძიებამ მისი გამოკითხვა დაასრულა.

მისივე თქმით, საუბრის ავთენტურობის გადამოწმებას სააკაშვილთან და ადეიშვილთან შეეცდება.

[თუ ავთენტურობა დადასტურდა], ამან ჩემთვის შეიძლება შეხედულებების მცირე კორექცია გამოიწვიოს, სხვა არაფერი".

15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივნისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაცია დაადასტურა ნიკა გვარამიამაც და მიუთითა, რომ საქმე საქართველოს უკრაინამ გადმოუგზავნა. მოგვიანებით სუს-მაც დაადასტურა, რომ ბოკოვის დაკავება მკვლელობის მომზადების საქმეს უკავშირდება.

ფარულ ჩანაწერში ადეიშვილი ამბობს, რომ გვარამიას უკრაინა არ უნდა ეხსენებინა და რომ ამით ისიც და სააკაშვილიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

კომენტარები