იან ჰოლმი

LOTR-ში ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი, იან ჰოლმი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

იან ჰოლმი ბილბო ბეგინსის როლში.

The Lord of The Rings-ში ბილბო ბეგინსის როლის შესრულებელი, იან ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"უდიდესი გულისტკივილით ვაცხადებთ, რომ სერ იან ჰოლმი დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თავისი ოჯახის წევრებით გარშემორტყმული. ძალიან მოგვენატრება", - ამბობს მსახიობის აგენტი.

იან ჰოლმს კარიერის განმავლობაში ერთი Bafta-ს ჯილდო ჰქონდა მოპოვებული და ნომინირებული იყო ოსკარზე "Chariots of Fire"-ში შესრულებული როლის გამო.

ის განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბეჭდების მბრძანებელში ჰობიტის - ბილბო ბეგინსის როლი შეასრულა.

კომენტარები