არჩევნები 2020

ხაზარაძე: შესაძლოა, კიდევ გვქონდეს კონსულტაცია ოპოზიციასთან, მაგრამ 30-ვე ოლქში ვემზადებით

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია აპირებს, თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი 30-ვე ოლქში წარადგინოს. 

"თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში, მაჟორიტარობის 30 კანდიდატს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს, ჩვენ 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს. 

საბოლოოდ ჩვენ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას, შესაძლებელია, გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. 

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი - ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. 

კომენტარები