გამოსვლები აშშ-ში

სან-ფრანცისკოში აშშ-ის ჰიმნის ტექსტის ავტორის ძეგლი ჩამოაგდეს

სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის ძეგლი ჩამოაგდეს.

პოლიციას ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებია.

ფრენსის სკოტ კი, რომლის 1812 წელს ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების შემდეგ დაწერილი ლექსი შემდგომში აშშ-ის ჰიმნის ტექსტად იქცა, მონების ფლობის უფლებას იცავდა და თავადაც ფლობდა მათ.

რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციისას სან-ფრანცისკოს იმავე პარკში სამოქალაქო ომის მომგები გენერლის, შემდგომში კი აშშ-ის პრეზიდენტის, ულისეს გრანტის ბიუსტიც ჩამოაგდეს.

კომენტარები