კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში Covid 19 ოფიციალურად 9 მლნ ადამიანს დაუდასტურდა, 4 841 948 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა

Shannon Stapleton/Reuters

მსოფლიოში კორონავირუსი ოფიციალურად ცხრა მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 841 948 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 470 804 გარდაიცვალა.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ინფიცირებული (2 356 657) და დაღუპული (122 247) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. მეორე ადგილზეა ბრაზილია – 1 086 990 ინფიცირებული და 50 659 დაღუპული.

ინფიცირებულთა რაოდენობით ათეულში ასევე არიან რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, იტალია და ირანი.

აღსანიშნავია, რომ თუ მილიონ მოსახლეზე დავთვლით, ეს მონაცემი იცვლება და მსოფლიოში მილიონ მოსახლეზე ყველაზე მეტი ინფიცირებული კატარს ჰყავს (31 116). მას მოსდევს ჩილე (12 681), ქუვეითი (9 289), პერუ (7 735), აშშ (7 121), სომხეთი (6 840), ესპანეთი (6 274), ბელარუსი (6 191). ასევე, ჯუჯა სახელმწიფოები – სან მარინო, ვატიკანი, ბაჰრეინი, სინგაპური და ანდორა.

კომენტარები