Into The Wild

ალასკაზე მდებარე INTO THE WILD-ის ავტობუსი უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს

0 კომენტარი
ფოტო: Deadline

ალასკაზე მდებარე ავტობუსი ადგილობრივი ხელისფლების გადაწყვეტილებით უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.

ავტობუსს სახელი ალექს სუპერტრამპმა და შემდგომში ფილმმა, Into The Wild-მა გაუთქვა. სუპერტრამპი 1992 წელს მოგზაურობაში გაემგზავრა, მან უარი თქვა ცივილიზაციის სიკეთეებზე და საბოლოოდ ალიასკაზე, მიტოვებულ ავტობუსში დასახლდა. მოგზაური ველურ პირობებში შიმშილით გარდაიცვალა, ასევე არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის მიზეზი მცენარის მომწამვლელი თესლის ჭამა გახდა.

სუპერტრამპის ისტორიას ჯერ ჯონ კრაკაუერის რომანი, შემდეგ კი შონ პენის 2007 წლის ფილმი – Into The Wild მოჰყვა. სურათში მთავარი როლი ემილ ჰირშმა შეასრულა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ავტობუსი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და არაერთი სახიფათო ინციდენტის მიზეზი გახდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ გადააქვს ლეგენდარული ავტობუსი ვერტმფრენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები