გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები

4-დღიანი ძებნის შემდეგ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.

ოჯახმა ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შსს-ს 19 ივნისს მიმართა.

კომენტარები