ჰიუ ჯეკმანი

ჰიუ ჯეკმანი ახალ ფილმში ენცო ფერარის როლს შეასრულებს

0 კომენტარი
ფოტო: Sports Rush

ახალ ბიოგრაფიულ ფილმში, ავსტრალიელი მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი ლეგენდარული იტალიელი კონსტრუქტორისა და ავტომრბოლელის, ენცო ფერარის როლს შეასრულებს.

სურათს "შერკინებისა" და "უკანასკნელი მოჰიკანის" რეჟისორი, მაიკლ მანი გადაიღებს. 

მომავალი ფილმი ბროკ იეიტსის წიგნის ეკრანიზაციაა. სიუჟეტი ფერარის ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდის გარშემო განვითარდება. 1957 წელს სპორტულ ღონისძებაზე Ferrari-ის ავტომობილმა პილოტი და ორი მაყურებელი იმსხვერპლა. კომპანიის მფლობელი, ენცო ფერარი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები