star wars

მარკ ჰემილმა მანდალორიელში ეპიზოდური როლი შეასრულა

Hollywood Reporter

ვარსკვლავური ომების მსახიობმა, ლუკ სკაიუოკერის როლის შემსრულებელმა, მარკ ჰემილმა, მანდალორიელის პირველ სეზონში ეპიზოდური როლი შეასრულა.

თაყვანისმცემლებმა ლეგენდარული მსახიობი ვერ შეამჩნიეს. ეპიზოდური როლის შესახებ ინფორმაცია, დოკუმენტურ სერიალში, Disney Gallery: Star Wars: The Mandalorian–ის შემქმნელებმა გააჟღერეს.

პირველი სეზონის მეხუთე სერიაში მთავარი გმირი ტატუინზე ბრუნდება და ადგილობრივ ბარში მიმტან დროიდს ესაუბრება, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჰემილი ახმოვანებს.


ფოტო: Variety

 

 

კომენტარები