პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ფეხბურთელის დაღუპვაზე: აღარ დასრულდა ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა". – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას. 

"ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა". – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე. 


ფოტო: Facebook.com/salome.zourabichvili

4-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში დღეს, 22 ივნისს იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.

ოჯახმა ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შსს-ს 19 ივნისს მიმართა.

კომენტარები