გაერო - საქართველო

გაეროს უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ჟენვაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – "თანამშრომლობა საქართველოსთან".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციაში საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 

"უწყების ცნობით, საბჭო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობასთან დაკავშირებით, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს ორივე რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევის აუცილებლობაზე.

რეზოლუციის განხილვის დროს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. საქართველოს შესახებ რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე 2017 წლიდან მიიღება". – წერს სამინისტრო. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არაერთ ქვეყნის, მათ შორის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ჩეხეთის დელეგაციების მხრიდან გაკეთდა.

კომენტარები