ამერიკული ხომალდი

ბათუმის პორტში აშშ-ს საზღვაო ხომალდი პორტერი შევიდა

აშშ-ის საელჩო

ბათუმის პორტში აშშ-ს საზღვაო ხომალდი პორტერი შევიდა. 

ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში. განცხადების მიხედვით, ხომალდის შემოსვლის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გაძლიერებაა. 

"სიხარულით მივესალმებით აშშ-ს საზღვაო ხომალდ პორტერს შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. 

ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა". –წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ფოტო: US Embassy, Georgia
მანამდე "პორტერი" ბათუმის პორტს 2015 წლის ოქტომბერსა და 2019 წლის ოქტომბრის თვეებში ესტუმრა. 

 

კომენტარები