ბარსელონა

ბარსელონას ოპერის თეატრი გაიხსნა და პირველი კონცერტი მცენარეებისთვის გაიმართა

0 კომენტარი
ფოტო: The Guardian

ბარსელონას ოპერის თეატრ Gran Theatre Del Liceu-ში გახსნის შემდეგ პირველი კონცერტი მცენარეების თანდასწრებით ჩატარდა.

ოპერის თეატრი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი იყო და ორშაბათს, 22 ივნისს გაიხსნა. მუსიკოსებმა სკამებზე განთავსებული 2 292 მცენარის წინაშე შეასრულეს ჯაკომო პუჩინის ნაწარმოებები.

კონცერტი სულ 8 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ოპერის თეატრის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მცენარეებს ექიმებს აჩუქებენ და ამით მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ .

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები