ცოფის ვირუსი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ბოლო 1 თვეში თბილისში ცოფის ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

arynews.tv

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მეორე შემთხვევა ქინძმარაულის #45-ში დააფიქსირეს. 

"მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა". – წერია მათ მიერ გავცელებულ განცხადებაში.  


ფოტო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებენ. 

მათივე ცნობით, 2020 წელს, ჯამში, თბილისში ცოფის ვირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა

"ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის". –ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები