ამერიკელი რეჟისორი, ჯოელ შუმახერი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი წლების განმავლობაში კიბოს ებრძოდა.
შუმახერმა ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში მუშაობდა. 70-იან წლებში დაიწყო სატელევიზიო ფილმების გადაღება. 1985 წელს ის ფართო აუდიტორიამ გაიცნო ფილმით – St. Elmo's Fire. მოგვიანებით გადაიღო კომედიური საშინელებათა საკულტო სურათი – The Lost Boys. 90-იან წლებში მუშაობდა ბეტმენის ფრენჩაიზისთვის გადაიღო ორი ფილმი - Batman Forever, Batman and Robin. სხვადასხვა წელს მიიღო ნომინაციები ბერლინისა და კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე .
შუმახერმა უკანასკნელად House of Cards-ზე იმუშავა და პირველი სეზონის ორი ეპიზოდი გადაიღო.