ფრონტერა

მინისტრის მოადგილე: მზად ვართ, გამოვნახოთ კომპრომისი, რათა "ფრონტერამ" გააგრძელოს მუშაობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ამერიკულ კომპანია ფრონტერასთან საარბიტრაჟო დავის შემდეგ სახელმწიფო მზადაა, გამონახოს კომპრომისი, რათა ფრონტერამ საქართველოში საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.

"ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია ფრონტერას შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული". – ამბობს მინისტრის მოადგილე.

"ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია ფრონტერას მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება", – აცხადებს დავით თვალაბეიშვილი, – "რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით".

მინისტრის მოადგილე ფრონტერას მოუწოდებს, რომ ამ საკითხების განსახილველად შეხვედრა შედგეს.

ქართულმა მხარემ ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან ხელშეკრულება 2020 წლის აპრილის ბოლოს შეწყვიტა.

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა.

 

კომენტარები