Foundation

ახალი სერიალის, FOUNDATION-ის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგ სერვისმა Apple+ ახალი სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის, Foundation-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი სერიალი აიზეკ აზიმოვის რომანების სერიას ეფუძნება. პროექტის შოუმენის პოსტი ბლეიდის სცენარისტმა, დევიდ ს. გოიერმა დაიკავა. მთავარ როლებს ჯარედ ჰარისი, ლი პეისი და ლორა ბირნი ასრულებენ.

სატელევიზიო შოუ ეთერში 2021 წელს გამოვა.

კომენტარები