ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე "გლოვოს" კურიერს მცირე ზომის სატვირთო მანქანა დაეჯახა

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე "გლოვოს" კურიერს მცირე ზომის სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს. უწყებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები