ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

0 კომენტარი

სერბ ჩოგბურთელს, მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩამდე ვირუსი ბორნა კორიჩს, გრიგორ დიმიტროვსა და ვიქტორ ტროიცკის გამოუვლინდათ. სამივემ ჯოკოვიჩის ამხანაგურ ტურნირზე ითამაშა.

ტურნირი სერგი ჩოგბურთელის ორგანიზებით ბალკანეთში ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი მონაწილის, გრიგორ დიმიტროვის ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა, ის აღარ გაგრძელებულა. ტურნირის მიმდინარეობისას არც სოციალური დისტანციის წესები ყოფილა დაცული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები