რუსეთი

რუსეთში კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი, Pussy Riot-ის წევრი საჯაროდ გინებისთვის დააპატიმრეს

TASS

კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტსა და Pussy Riot-ის წევრს, პიორტ ვერჟილოვს საჯაროდ გინებისთვის რუსეთში 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პიორტ ვერჟლოვი 21 ივნისს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც უცნობმა კაცმა, რომელმაც ვერჟილოვს თავი არ წარუდგინა, მის სახლთან დააპატიმრა. 

პიორტ ვერჟილოვი 12 საათის შემდეგ გამოჩნდა და თქვა, რომ პოლიციამ ის ექსტრემიზიმსა და გასულ წელს, მოსკოვში, ოპოზიციის აქციებზე მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ძალადობაში კავშირის ბრალდებით დაკითხა. 

პოლიციის განყოფილების დატოვებისას, პიოტრს უცნობი პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც ის "სხვა მოქალაქეების თანდასწრებით უხამსი სიტყვების განუწყვეტლივ გამეორებისთვის" დააკავეს.

მეშჩანსკის რაიონის სასამართლომ მას წვრილმანი ხულიგნობისთვის 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ვერჟილოვი ბრალდებას უარყოფს.

"ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებული ოპერაცია. [საკონსტიტუციო ცვლილებებზე] ხმის მიცემამდე და გამარჯვების დღის აღლუმამდე სამიზნე არა მარტო მე, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოებაა". – თქვა ვერჟილოვმა და მის დაკავებას აბსურდის თეატრი უწოდა. 

ანონიმურმა წყარომ BBC-ის რუსულ სამსახურს უთხრა, რომ ვერჟილოვი გამარჯვების დღეს აქციის გამართვას გეგმავდა და 21 ივნისს მისი დაკითხვაც ამას უკავშირდებოდა. ვერჟილოვი 24 ივნისს აქციის გამართვის გეგმას უარყოფს.

აღლუმის გამართვა წელსაც ტრადიციულად 9 მაისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი 24 ივნისს გაიდაიტანეს.

რუსეთში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას გაზრდის და ვადას გაანულებს, რაც რუსეთის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

კომენტარები