ოქროს გლობუსი

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალის თარიღი შეიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: Britannica

ოსკარისა და BAFTA-ს მსგავსად, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალის თარიღიც შეიცვალა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცერემონიალი 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება. შოუს წამყვანები იქნებიან კომიკოსები ტინა ფეი და ემი პოლერი. ტრანსლაციას სატელევიზიო არხი NBC უზრუნველყოფს.

28 თებერვალს ოსკარის დაჯილდოება უნდა გამართულიყო, ამერიკის კინოაკადემიამ ცერემონიალი აპრილში გადაიტანა.

14 თებერვალს დაგეგმილი BAFTA-ს დაჯილდოება აპრილის დასაწყისში გაიმართება.

თარიღის შეცვლის მიზეზი სამივე შემთხვევაში ახალი კორონავირუსი პანდემია გახდა. 2020 წელს გამოსული ფილმების უმეტესობას კინოგაქირავებაში ჩაშვების თარიღი შეეცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები