ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო, ბოლო ეტაპზეა. 

მანამდე, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ჭავჭავაძეზე 20 ივნისიდან მოძრაობა სრულად აღდგებოდა. 

"დაახლოებით 3 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი უკვე დასრულებულია. აქ მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ველობილიკების მოწყობა. ასევე, ტროტუარების, მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთება ბუნებრივი ქვებით. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაცია, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ძალიან ლამაზი და მაგარი პროექტი გამოვა, როდესაც დამთავრებული იქნება სამუშაოები.  

პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები – ახალი ხე-მცენარეების განთავსება ხდება. ბოლო სამუშაოები იქნება დახაზვები. გარკვეული დრო უნდა გავიდეს, იმიტომ, რომ სულ რაღაც 4-5 დღეა, რაც ასფალტის ბოლო ფენა  დაიგო და დრო უნდა გავიდეს, რომ დახაზვითი სამუშაოები განხორციელდეს. ბოლოს იქნება განათების ახალი ბოძები LED სანათებით". – ამბობს კალაძე. 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. კახა კალაძე წლის ბოლოს ამბობდა, რომ სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდებოდა.

კომენტარები