კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 711 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

armradio.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში სომხეთში COVID-19-ისგან 14 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 386-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კიდევ 130 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 711 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსული ინფექცია 21 717 ადამიანს დაუდგინდა. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა 653 პირი, სულ კი ვირუსისგან 10 797 პაციენტი განიკურნა.

გუშინ, 23 ივნისს, სომხეთის პრეიერმინისტრმა საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე აღარ არიან კორონავირუსით დაავადებული პირები, რომლებსაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ, მაგრამ ვერ ხერხდება.

ფაშინიანმა ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული წესები – ატარონ ნიღბები, დაიცვან სოციალური დისტანცია და რეგულარულად დაიბანონ ხელები.

კომენტარები