დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის რეგიონში, ვერხოვინას რაიონში, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის გამო ამ ადგილამდე მისასვლელი გზები დაიტბორა.
წყალდიდობამ მოიცვა დასავლეთ უკრაინის რეგიონები ივანო-ფრანკოვსკი, ჩერნოვცი (ჩერნოვცის ოლქი), იმიერკარპატები - ზაკარპატია და ლვოვი.
უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი და შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ტრაგედიის ადგილას ჩავიდნენ.
ამჟამინდელი ინფორმაციით, 187 სოფელში, დაახლოებით, 5 000 სახლი დაიტბორა.
22 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ძლიერი წვიმა დაიწყო, დაახლოებით, 800-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ეს ერთერთი ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.
ადგილზე სამუშაოდ გაგზავნეს ერთი თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და 150 სამხედრო.