რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 119 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხს უიაფებს

კასპერ პემპელი / REUTERS

დღეს, 24 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით, 8.25%-მდე შეამცირა.

საზოგადოება და ბანკების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით 199 200 მომხმარებელს, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს აღებული, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების მიზეზით დაიწყო. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ პირველი ნაბიჯი სებ-მა 29 აპრილს გადადგა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით – 8.5%-მდე შემცირდა.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

 

კომენტარები