თაღლითობის მცდელობა

სუს-ი: თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ქუთაისის მერიის თანამშრომელი დავაკავეთ

huffingtonpost

დღეს, 24 ივნისს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ქუთაისის მერიის "ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი, 400 ლარი წინასწარ გამოართვა.

მომხდარზე გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები