AVA

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის AVA-ს ტრეილერი გამოვიდა

ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის AVA-ს ტრეილერი გამოვიდა.

სიუჟეტის ცენტრში გასაიდუმლოებული ორგანიზაციის ოპერატიული აგენტია, რომელიც მისიას ჩააფლავებს. ხელმძღვანელობა მის მოშორებას გადაწყვეტს. 

სუპერაგენტის როლს ჯესიკა ჩესტეინი ასრულებს. პროექტში მსახიობები – კოლინ ფარელი და ჯონ მალკოვიჩი მონაწილეობენ.

თავდაპირველად სურათი სცენარის ავტორს მეთიუ ნიუტონს უნდა გადაეღო, მაგრამ ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული სცენარისტი პროექტიდან მოხსნეს, მისი ადგილი ტეიტ ტეილორმა დაიკავა.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 31 ივლისს იგეგმება.

კომენტარები