ჯორჯ მარტინი

ჯორჯ მარტინი იმედოვნებს, რომ GAME OF THRONES-ის წიგნს შემდეგ წელს დაასრულებს

Getty Images

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საგის ავტორმა, ჯორჯ მარტინმა, ახალი ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მთებში მოთავსებულ კოტეჯში არის იზოლირებული.

ჯორჯ მარტინი ყვება, რომ დღის განმავლობაში დროის უმეტესობას წიგნზე მუშაობას უთმობს და იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგი წლისთვის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მეექვსე წიგნი დასრულებული ექნება.

"დღეს წიგნის ახალი თავი დავასრულე, სამი დღის წინ კიდევ ერთი თავი დავწერე, გასულ კვირაშიც დავწერე ერთი. თუმცა არა, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნს ხვალ დავასრულებ, ან შემდეგ კვირაში გამოვცემ. ეს უზარმაზარი წიგნი იქნება და მე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი". – წერს ჯორჯ მარტინი.

მწერალმა ბლოგში მედიაგამოცემებს სთხოვა, რომ მის სიტყვებს მიღმა დაფარული მნიშვნელობების ძებნა არ დაიწყონ.

გასულ წელს დაწერილ ბლოგში ჯორჯ მარტინი წინასწარმეტყველებდა, რომ წიგნი მზად ზაფხულისთვის იქნებოდა და ასევე სურვილი ჰქონდა, რომ უფრო სწრაფად დაწერა შეძლებოდა.

მარტში გამოქვეყნებულ ბლოგში კი ის წერდა, რომ რეალურ სამყაროზე მეტ დროს ვესტეროსში ატარებდა, სადაც სასტიკი რაღაცები ხდება.

"სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტ დროს ვესტეროსში ვატარებ, ვიდრე რეალურ სამყაროში, ყოველ დღე ვწერ. ძალიან სასტიკი რაღაცები ხდება შვიდ სამეფოში ... თუმცა, შესაძლებელია, არც ისე სასტიკი, როგორც აქ [დედამიწაზე]". – წერდა ჯორჯ მარტინი.

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საგის გულშემატკივრების ჯორჯ მარტინისგან მეექვსე წიგნს, "The Winds of Winter"-ს ელოდებიან. მწერალს დაგეგმილი აქვს, რომ საგა მეშვიდე წიგნით, "A Dream of Spring"-ით დაასრულოს.

კომენტარები