მიწის რეგისტრაცია

გახარია: 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, იწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი. 

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ რეგისტრაციის მომდევნო ეტაპი ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს შეეხება.

"ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს". – ამბობს გიორგი გახარია. 

პრემიერის თქმით, მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება. 

"ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქუტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რა თქმა უნდა, უფასოდ, საფასურის გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნოებაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, რომ მთავრობას აქვს უკვე სამწლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, რათა სისტემური რეგისტრაცია ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს." – ამბობს გახარია. 

კომენტარები