მატრიცა 4

კაინუ რივზი ბერლინში, მატრიცის გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა

Instagram

მსახიობი კიანუ რივზი, ბერლინში, ახალი მატრიცის გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა. 

რივზის გარდა გადასაღებ მოედანს კიდევ ერთი ვარსკვლავი, ტრინიტის როლის შემსრულებელი კერი ენ მოსი დაუბრუნდა.

მომავალი ბლოკბასტერის სიუჟეტის დეტალებს კინოსტუდია Warner Bros. მაქსიმალურად ასაიდუმლოებს. 

პროექტის რეჟისორია ლანა ვაჩოვსკი. რივზისა და მოსის გარდა სურათში პრიანკა ჩოპრა, ჯონათან გროფი, ჯესიკა ჰენვიკი, ახია აბდულ-მარტინ II და ნილ პატრიკ ჰარისი თამაშობენ.

თავდაპირველად მეოთხე მატრიცის რელიზი 2021 წლის 20 მაისს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერამ ერთი წლით გადაიწია.

კომენტარები