ეკონომიკა

თურნავა: დიდი ალბათობით რეგულარული ფრენების აღდგენა 1 თვით გადაიწევს

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. 

თურნავას თქმით, მთავრობა სავარაუდოდ კიდევ ერთი თვით გააგრძელებს რეგულარული ფრენების აკრძალვას.

"რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გაგრძელება ალბათ, ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება ჩვენ ამ პრაქტიკას ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გავაგრძელებთ", — განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თურნავას თქმით, ამ საკითხთან მიმართებით მთავრობის ამოსავალი წერტილია მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამ დროისთვის კი გადაწყვეტილებაზე ორი ფაქტორი იმოქმედებს: ევროკავშირის გადაწყვეტილება და ეპიდსიტუცია სხვადასხვა ქვეყანში. 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 655 მილიონი დოლარით შემცირდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები