ირანი

ირანში დააკავეს 3 კაცი, რომლებიც Instagram-ის საშუალებით ბავშვებს ყიდდნენ

ირანში დააკავეს სამი კაცი, რომლებიც Instagram-ის საშუალებით ბავშვებს ყიდდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს BBC.

თეირანის პოლიციის უფროსის ცნობით, ორი ჩვილიდან ერთ-ერთი ოცი დღის იყო, ხოლო მეორე - ორი თვის. გამოცემის ინფორმაციით, დამნაშავეებმა ახალშობილები 500 დოლარად იყიდეს და შემდეგ ისინი 2 500 დოლარად გაყიდეს.

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის ჩვილებს ღარიბი ოჯახებისგან ყიდულობდა და შემდეგ ისეთ ოჯახებში ყიდდა, რომლებიც ბავშვებს "უკეთეს მომავალს" შეუქმნიდნენ.

თეირანის პოლიციის უფროსის ცნობით, სამართალდამცველებმა Instagram-ის პლატფორმაზე 15-მდე მსგავსი გვერდი აღმოაჩინეს.

BBC-ის ინფორმაციით, ეს ირანში ბავშვთა ტრეფიკინგის პირველი შემთხვევაა არ არის. ამავე წელს პოლიციამ დააკავა ოთხი ქალი და ერთი კაცი, რომლებიც გაჭირვებულ ორსულ ქალებს მშობიარობის ხარჯების დაფარვას სთავაზობდნენ, შემდეგ კი მათ ბავშვებს ართმევდნენ.

კომენტარები