ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

პარლამენტმა მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების კანონპროექტი დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: themercury

პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მოძალადეებისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას ითვალისწინებს. კანონპროექტი საპარლამენტო სხდომაზე შსს-ს მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა წარადგინა. 

ელექტრონული სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია შემაკავებელ ორდერს გამოწერს და სიტუაციის შეფასებისას ჩათვლის, რომ მსხვერპლის დასაცავად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები. შსს-ს წარმომადგენელი შესაბამის ოქმს შეადგენს, 24 საათის ვადაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ.

პოლიცია მსხვერპლს შესაბამის ტექნიკურ საშუალებას გადასცემს, ხოლო მოძალადეს სხეულზე უმაგრებს. თუ ადგილზე ეს შეუძლებელია, შსს-ს შეუძლია ამისთვის მსხვერპლი ან/და მოძალადე პოლიციაში დაიბაროს. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე არ გამოცხადდება, პოლიციას შეუძლია ქვეყნის მასშტაბით მისი ძებნა გამოაცხადოს.

იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე ელექტრონულ სამაჯურს თავს აარიდებს ან დააზიანებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

რას გულისხმობს მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრება,შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ - აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები