პატიმრები

გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულებს ჟოლო მოჰყავთ და ყიდიან (ფოტოები)

0 კომენტარი

გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ ჟოლოს სუპერმარკეტსა და კაფე ლიტერაში ყიდიან. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მოსავლის რეალიზაცია დაიწყო ათი დღის წინ, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. 

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების დასაქმების პროექტი 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები