კავკასუს ონლაინი

კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინი კიდევ 270 000 ლარით დააჯარიმა

0 კომენტარი

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია კავკასუს ონლაინი კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. GNCC-ის განცხადებით, კავკასუს ონლაინი კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს.

კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე მისცა. გარდა ამისა, GNCC-მ კავკასუს ონლაინს წილების მფლობელი ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა და ამისთვის ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა.

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე კავკასუს ონლაინის წილის გასხვისების გამო, GNCC-მ კომპანია სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კავკასუს ონლაინი 2019 წლის 12 დეკემბერს 30 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა.

GNCC-ის ცნობით, სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა კავკასუს ონლაინს 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მან ვალდებულება მაშინაც არ შეასრულა. 2020 წლის 12 მარტს კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინს 270 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები