მობილური მომსახურება

მაგთი, სილქნეტი და ბილაინი GNCC-ს თანხმობის გარეშე მობილურ მომსახურებებს ვეღარ გააძვირებენ

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, მაგთიკომი, სილქნეტი და ვიონი საქართველო (ბილაინი) მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება "მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით", 25 ივნისს მიიღო. ახალი რეგულაცია ეხება მობილურ ხმოვან და ინტერნეტმომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.  

"ახალი რეგულაცია იქნება იმის გარანტი, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას. 

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო.

კვლევის ფარგლებში, კომისიამ საცალო სეგმენტზე მაგთიკომის, სილქნეტის და ვიონი საქართველოს არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, კომისიის თანხმობის გარეშე, მომსახურების ტარიფები შეცვალონ" - აცხადებს GNCC.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები