ეკონომიკა

TBC CAPITAL: წელს ეკონომიკა შესაძლოა 5.5%-ით შემცირდეს, მთავრობის პროგნოზი 4%-ს შეადგენს

0 კომენტარი

ტიბისი ბანკთან არსებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, TBC კაპიტალმა ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-იდან 5.5%-მდე შემცირდა, რაც მთავრობის პროგნოზთან შედარებით უფრო პესიმისტური მოლოდინია. 

განახლებული ბიუჯეტი მთავრობამ ეკონომიკის 4%-იანი კლების ვარაუდით დაიანგარიშა. სამთავრობო პროგნოზის ოპტიმიზმე მიუთითებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებული ანტიკრიზისული ბიუჯეტის კვლევაც

როგორც ჩანს, მთავრობამ პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტთან კოორდინაციით მიიღო, ეს პროგნოზი კი ფონდმა აპრილში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. რეგიონში და მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სურათის მოსალოდნელზე ნაკლები ტემპით გაუმჯობესებასთან ერთად, შეიცვალა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოლოდინიც

კერძოდ, 24 ივნისს განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის მიხედვითაც წელს ის გლობალურ 4.9%-ს გაუტოლდება. ეს მაჩვენებელი თითქმის 2%-ით აღემატება, ორგანიზაციის მიერ აპრილში გამოქვეყნებულ ნიშნულს. ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის დანაკარგი ჯამურად 12 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. 

ფონდს ჯერ არ გამოუქვეყნებია განახლებული პროგნოზი საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების შესახებ. მოსალოდნელია, რომ შეფასება მომდევნო დღეებში გამოქვეყნდეს. გარდა ამისა, გამოქვეყნდა რამდენიმე სხვა მსხვილი ორგანიზაციის შეფასებაც, რომელთა მიხედვითაც მოლოდინები საქართველოს ეკონომიკის მიმართ მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა, შესაძლოა, 5%-ით შემცირდეს. ქვეყნის ეკონომიკის 5.5%-იან კლებას ვარაუდობს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც. 

TBC CAPITAL-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. სავალუტო შემოდინებების კლების მიუხედავად, დანაკლისს აბალანსებს ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მიმართ გაზრდილი ოპტიმიზმი და მთავრობისა და სებ-ის მხრიდან საჭირო სავალუტო მარაგების მიწოდების შესაძლებლობა. ორგანიზაციის ვარაუდით, დოლარის ფასი მიმდინარე წელს 3-ლარიან ნიშნულზე შენარჩუნდება. 

კვლევის მიხედვით, მაისში ხელფასი აღარ დაერიცხა დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს, რაც დაახლოებით 91 000 მოქალაქეა. უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ამდენივე ადამიანს ჩაერიცხა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია. 

მაისში მკვეთრად გაგრძელდა უძრავი ქონების გაყიდვებიც და ქირის ოდენობაც. მიმდინარე წელს, ორგანიზაციის პროგნოზით, უძრავი ქონება 10%-ით გაიაფდება, ხოლო გაყიდვები 20%-ით შემცირდება. 

მაისში 5%-იდან 4%-მდე შემცირდება სავარაუდო წლიური ინფლაციის მაჩვენებელიც. შემცირდა რეფინანსირების სავარაუდო განაკვეთის მოლოდინიც და ის 7.75%-ს გაუტოლდა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები