გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ვადასტურებ, საქმეზე დაკავებულია 17 პირი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ადასტურებს, რომ საქმეზე 17 პირია დაკავებული. ამის შესახებ მან ფორმულას უთხრა.

"გიდასტურებთ და ვიცი, რომ დაკავებულია 17 პირი.

ვაფასებ დადებითად. ბუნებრივია, იმიტომ, რომ რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჩაიდენს დანაშაულს.

დაკავებულების რაოდენობა გამომდინარეობს იქიდან, ვინც მონაწილეობდა ამ დანაშაულის როგორც ჩადენაში, ისე ორგანიზებაში. მე რამდენადაც ვიცი, დაკავებულები უნდა იყვნენ ძალადობის ორგანიზებისთვის" - ამბობს ნიკოლაძე.

ასევე ცნობილია, რომ ყველა დაკავებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. ადვოკატების თქმით, მათ ჯერჯერობით არ იციან საქმის მასალები.

ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანის დაკავების შესახებ თავდაპირველად სამთავრობო მედიამ, კერძოდ, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. შსს-ში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ბრიგინფი დღის მანძილზე გაიმართება.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის გუშინ დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

ამ დრომდე ის ვიცოდით, რომ გამოძიება რამდენიმე საკითხზე მუშაობდა და შსს-ს 50-ზე მეტი მოწმე ჰყავდა დაკითხული.

რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ნახეთ აქ.

კომენტარები