ირანი

თეირანის მახლობლად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

AP

ირანში, თეირანის მახლობლად პარჩინის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა კვამლისა და ცეცხლის ალის ამსახველი ვიდეოები, რომელიც თეირანიდან გადაიღეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქება პარჩინის სამხედრო ბაზის მახლობლად შენიშნეს.

ირანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დავოუდ აბდიმ პრესასთან განაცხადა, რომ საწვავის საწყობი პარჩინის ბაზის მახლობლად აფეთქდა და არა უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. ხანძარი შეაჩერეს და მას მსხვერპლი არ მოყჰოლია. აბდის არაფერი უთქვამს აფეთქების გამოწვევ მიზეზებზე. 

“ჩვენი კოლეგები ყურადღებით იძიებენ შემთხვევას” - თქვა აბდიმ პრესასთან საუბრისას.

არსებობდა ვარაუდი, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში პარჩინის სამხედრო ბაზაზე ატომური ქობინებისთვის ცდიდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს. ირანმა ეს ინფორმაცია უარყო.

2014 წელს არსებობდა ეჭვი, რომ ბაზა დააზიანა ხანძარმა ან აფეთქებამ, თუმცა ბაზაზე წვდომის არ ქონის გამო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოძიების ჩატარება ვერ შეძლო.

კომენტარები