Dixie Chicks

DIXIE CHICKS-მა სახელი შეიცვალა

Texas Monthly

ქანთრი ბენდმა Dixie Chicks სახელი შეიცვალა. დღეიდან ჯგუფს The Chicks ქვია.

ჟარგონზე სიტყვა Dixie სამოქალაქო ომის დროს ამერიკის კონფედერაციული შტატების შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ შტატების მეტსახელი იყო.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფონზე, ახლახან, ჟურნალისტების ნაწილმა ბენდი მონობასთან ასოცირებული სახელის გამო გააკრიტიკა. 

Dixie Chicks 1989 წელს გამოჩნდა სცენაზე. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ ქანთრი კოლექტივს 13 გრემი აქვს მოპოვებული.

კომენტარები