Tenet

TENET-ის პრემიერა კიდევ ერთხელ გადაიდო

0 კომენტარი
ფოტო: Deadline

კინოსტუდია Warner Bros.-მა კიდევ ერთხელ შეცვალა კრისტოფერ ნოლანის ბლოკბასტერ Tenet-ის პრემიერის თარიღი. გადაწყვეტილება მოჰყვა 24 ივნისს აშშ-ს ტერიტორიაზე კორონავირუსის პანდემიის აფეთქებას, რომლის დროსაც ინფიცირების 34 000 შემთხვევა გამოვლინდა.

თავდაპირველად Tenet მიმდინარე წლის 17 ივლისს უნდა გამოსულიყო. რელიზმა 31 ივლისისთვის გადაიწია. ახალ თარიღად 12 აგვისტო სახელდება.

ნოლანის ახალ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯონ დევიდ ვაშინგტონი, რობერტ პატინსონი და კენეტ ბრანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები