ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

Dlisted

იაპონური წარმოების ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ერიკა ახალ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.

პროექტის სამუშაო სახელია b. მისი ბიუჯეტი 70 მილიონ დოლარს შეადგენს. რეჟისორის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ფილმის გადაღებები იგეგმება ევროპაში 2021 წელს.

სიუჟეტის ცენტრში დგას მეცნიერი, რომელიც ადამიანის დნმ-ს გაუმჯობესებაზე მუშაობს, მაგრამ ხვდება, რომ პროგრამა სახიფათოა. მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტს გაქცევაში ეხმარება.

"ჩვეულებრივი მსახიობები პერსონაჟის შესაქმნელად საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იყენებენ, მაგრამ ერიკას გამოცდილება არ გააჩნია. ამ როლისთვის რობოტი გადავაპროგრამეთ და მისთვის სპეციალური ხასიათი შევქმენით". – ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი სემ კოზე.

კომენტარები