კახა კალაძე

პარტაქტივი, ბოტები, ტროლები - ვისთან ერთად ებრძვის კახა კალაძე ფეიკნიუსებს

0 კომენტარი
Facebook.com/Kakha Kaladze

 

გუშინ, 25 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე პირველი Live ჩართვა გააკეთა, სადაც მისი თქმით, ფეიკნიუსებს ებრძოდა.

სხვადასხვა არხის სიუჟეტების განხილვის დროს Live-ის ქვევით კომენტარები ჩნდებოდა, სადაც Facebook მომხმარებლები დაუზარლად აქებდნენ კახა კალაძეს კარგად გაკეთებული საქმეებისთვის.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისის მერის მუშაობით კმაყოფილები არიან და ამისთვის გამოვიყენეთ პლატფორმა Vin Vin Aris-ის "დამატება". ამ დამატების საშუალებით, შესაძლებელია, მეტნაკლები სიზუსტით დავადგინოთ Facebook მომხმარებელი ბოტია, სახელისუფლებო ტროლი, პარტაქტივი, თუ სახელმწიფო მოხელე.

კახა კალაძის Live ჩართვის ქვეშ შეკრებილთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ჯგუფებს მიეკუთვნებოდა. გაეცანით მათგან რამდენიმეს: 

კომენტარებში ასევე აქტიურობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი, რიმა ბერიძე, რომელმაც რვა კომენტარი დაწერა და ყოველ მათგანში აღნიშნავდა, რომ კახა კალაძე ღირსეული ადამიანია და მის ძლიერ გუნდს წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე იმ პარტიის გენერალური მდივანია, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა. 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები